weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2021

ფრაქცია „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სხდომას გამართავს

10:21 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 hits 741

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

ფრაქციის სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათზე დაიწყება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას და „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას განიხილავენ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შესაძლოა სხდომაზე განიხილონ ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვის საკითხიც. ბესელიამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, რაც მისი განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის შემადგენლობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]