weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიის დაკომპლექტება დაიწყო

16:30 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ შეწყალების საკითხთა კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, კომისიასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც უკვე ერთხელ იყო აღნიშნული, გეგმავს კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ კომისია რამდენიმე წევრმა უკვე დატოვა. პრეზიდენტი მადლობას უხდის კომისიის ყველა წევრს გაწეული სამსახურისთვის“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეწყალების კომისია კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მან ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში მიიღო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულების მიხედვით, 2018 წლის 20 ივლისის მდგომარეობით, შეწყალების საკითხთა კომისიის შემადგენლობაში იყვნენ: ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი, კომისიის თავმჯდომარე; ლია მუხაშავრია – იურისტი, უფლებადამცველი; ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; ვასილ (ბასა) ჯანიკაშვილი – მწერალი, დრამატურგი; რევაზ კიკნაძე – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; კონსტანტინე ჯანდიერი – მწერალი; გივი შაჰნაზარი – მწერალი; თეოდორე (ჭუაძე) – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი; ნინო კიკნაძე – იურისტი; არინა თავაქარაშვილი – პედაგოგი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]