weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი შეასრულებს

12:56 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ერთ-ერთი მოადგილე დავით მათიკაშვილი შეასრულებს. ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით, 11 ხმით მიიღო.

დავით მათიკაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარე ახალი თავმჯდომარის არჩევამდე იქნება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2016 წლიდან ეკა ბესელია ხელმძღვანელობდა. 2017 წლის 27 დეკემბერს მან განაცხადა, რომ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რაც, მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის „ნაჩქარევ და გაუმართლებელ“ პროცესს უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]