weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილსის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი წარადგინა

14:14 ორშაბათი, 26 ივნისი 2017

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. უდუმაშვილის განცხადებით, მან გამოწვევა მიიღო და თბილისის გადასარჩენად გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება.

„თბილისელები დღეს ვართ ძალიან გაბრაზებულები, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ასე უყურადღებოდ მიტოვებული, როგორც დღეს. არასდროს ასე უგულვებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი, თბილისელების უფლება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არადროს ამდენი პრობლემა და მოუგვარებელი გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს. დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ – გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, – აღნიშნა უდუმაშვილმა.

მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, ქალაქის მმართველობაში კორუფციისა და ნეპოტიზმის დამარცხებას შეძლებს.

„არცერთი მექრთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით. ასევე, არ დავუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დაინიშნება და დაწინაურდება მხოლოდ კომპეტენციის ნიშნით. მე შევძლებ მახინჯი ნაგებობების შემოტევა მოვიგერიო და დავიცვა ისტორიული ქალაქი. დავამარცხებ ურბანულ ბრაკონიერობას და სივრცით მომხვეჭველობას. მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციების ქალაქად ვაქციო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღესვე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ნიკა მელია დაასახელა. მელიას თქმით, ის აპრებს, დატოვოს პარლამენტი და დაიწყოს ბრძოლა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]