weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ლიბიაში გარდაცვლილი დავით რაზმაძე საქართველოში ჯერ არ გადმოუსვენებიათ

15:54 შაბათი, 26 იანვარი 2019

ლიბიაში დაღუპული ქართველი მეზღვაურის, 23 წლის დავით რაზმაძის ცხედარი სამშობლოში ამ დრომდე არ გადმოუსვენებიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განმარტებით, გადმოსვენების პროცესი ექსპერტიზის გამო ყოვნდება.

„ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ოფიციალური შეტყობინება, რომ მიმდინარეობს პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა და ცხედრის აუტოფსია, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ამის შემდეგ გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე. ჩვენი მისია სრულ მზადყოფნაშია გადმოსვენების პროცედურები დაიწყოს“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა აჭარის ტელევიზიასთან.

დავით რაზმაძე მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა. ის ლიბიაში, მისურატას ნავსადგურში 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა დამსაქმებელმა ოჯახს ამის შესახებ მხოლოდ 14 იანვარს შეატყობინა. ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელის დადგენას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 16 იანვრიდან ცდილობდა. 21 იანვარს სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა განაცხადა, რომ ზღვაში ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. საქმეს ლიბიის პროკურატურა იძიებს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]