weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

პრეზიდენტი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესს დაესწრება

10:01 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების XVII კონგრესს დაესწრება, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს შეეხება.

პრეზიდენტი კონგრესზე სიტყვით გამოვა და კონგრესის მონაწილე,  40-ზე მეტი ევროპული ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეებს მიმართავს.

ბათუმში საქართველოს პრეზიდენტის სახელით კონგრესის მონაწილეებისთვის მიღება გაიმართება.

ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების წევრი ქვეყნების გარდა კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო, რომელსაც 29 ივნისს პრეზიდენტი მარგველაშვილი შეხვდება და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]