weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არალეგიტიმური იყო – ბახტაძე

10:24 ორშაბათი, 04 თებერვალი 2019

„ჩვენ ჯერ კიდევ 2018 წელს ვთქვით, რომ მადუროს რეჟიმი არ იყო ლეგიტიმურად არჩეული. აქედან გამომდინარე, იმის მიუხედავად, რომ ეს თემა საერთაშორისო პოლიტიკაში დღეს ძალზე პოპულარულია, ჩვენ ჯერ კიდევ შარშან ვთქვით ამის შესახებ ძალიან პრინციპულად“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის თქმით, საქართველოს მთავრობას ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს და ბოლომდე დარჩება მის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული.

„ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენმა მეგობრებმა და სტრატეგიულმა მოკავშირეებმა მიიღეს მაქსიმალურად პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ დავაფიქსირეთ ძალიან მტკიცე პოზიცია. მადუროს რეჟიმი უკვე წლებია, აგრძელებს ხელისუფლების უზურპაციას, რაც უმძიმესად აისახა მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ განვითარებული სამყაროს გვერდით. ამას დაემატა ის, რომ

ეს რეჟიმი საერთაშორისო სამართლიდან გავიდა და კიდევ ერთხელ დაარღვია ის, როდესაც აღიარა ჩვენი ისტორიული ტერიტორიები, რომლებიც დღეს ოკუპირებულია.

ის, რაც დღეს ხდება ვენესუელაში, არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გაბედოს საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ წასვლა. ეს ძალიან მძიმე შედეგებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, ვენესუელაში ყველაფერი დემოკრატიისა და დემოკრატიული ძალების გამარჯვებით დასრულდება“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლას მადურო, რომელიც ვენესუელას 2013 წლიდან მართავს, მეორე ვადით პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს. პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც ოპოზიციაა, ის უზურპატორად გამოაცხადა. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნეს დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა, მათ შორის საქართველომაც. მადუროს ინაუგურაცია იანვრის დასაწყისში გაიმართა და მას ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

23 იანვარს ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის დროებით პრეზიდენტად არაერთამა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ, აღიარა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]