weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ტრამპმა თეთრ სახლში ლიდერ ქალებს, მათ შორის ნინო ზამბახიძეს უმასპინძლა

12:07 პარასკევი, 08 თებერვალი 2019
ფოტო: თეთრი სახლი ფოტო: თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრი სახლის კაბინეტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ლიდერ ქალებს უმასპინძლა, რომელთა შორის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძეც იყო.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც „ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის“ განხორციელებას ითვალისწინებს. ხელმოწერას პრეზიდენტის მრჩეველი ივანკა ტრამპიც ესწრებოდა. მან ნინო ზამბახიძეს ჰკითხა, როგორ დაეხმარა აშშ-ის მთავრობა და რა გავლენა იქონია ამან მის საზოგადოებაზე.

„უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით ამ შენსანიშნავი ინიციატივისთვის და ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით, მადლობა ვუთხრა ამერიკელ გადასახადების გადამხდელებს, რადგან ისინი ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს გარშემო უკეთესობისკენ ცვლიან.

მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტიორი ვარ. ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ. ჩემთვის გარდამტეხი მომენტი დადგა, როდესაც ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა, გადამელახა ეს გამოწვევა.

საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლების და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი მეთაურობით აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველოს ყველა მოქალაქე ამას გრძნობს. მსურს ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ.

თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ ნამდვილად მასშტაბურია. ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ.

აშშ-ის მთავრობის პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივა მიზნად ისახავს სამუშაო ადგილებზე ქალთა წინსვლის ხელშეწყობას ხარისხიანი განათლების, ტრენინგებისა და მხარდაჭერის უზრუნველოყოფის გზით; რესურსებზე ქალი მეწარმეების წვდომის გაუმჯობესებას; იმ სამართლებრივი, საკანონმდებლო თუ კულტურული ბარიერების აღმოფხვრას, რაც ქალებს საკუთარ ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაში უშლით ხელს.

თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ინიციატივა მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონ ქალს შეეხება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]