weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რუსეთი აფხაზეთს განვითარების ნაცვლად იარაღის ჟღარუნს სთავაზობს - არჩილ თალაკვაძე

18:02 ოთხშაბათი, 28 ივნისი 2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიებზე მორიგ არალეგიტიმურ მოქმედებებს ახორციელებს.

„რეალურად მაშინ, როცა აფხაზეთს სჭირდება ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალი შესაძლებლობები, რუსეთი კვლავ და კვლავ ჩვენ მოძმეებს სთავაზობს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი პასუხი არის კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი პარტნიორების და ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ეკონომიკური განვითარება, დემოკრატის სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

2017 წლის განმავლობაში რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ აფხაზეთში დისლოცირებული რუსული მე-7 სამხედრო ბაზის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.

„აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე მიმდინარე წელს სულ 100-ზე მეტი სწავლება და წვრთნაა დაგეგმილი, მათ შორის ერთობლივი“, - ნათქვამია რუსული სამხედრო ბაზის პრესსამსახურის განცხადებაში.

წვრთნები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის 2016 წლის ნოემბერში ხელმოწერილი ე.წ. შეთანხმების ფარგლებში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]