weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს

10:52 შაბათი, 23 თებერვალი 2019

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის პრესსამსახურის განმარტებით, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილი პირველად იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„პარტიის თავმჯდომარის თემატური შეხვედრები უმრავლესობის წევრებთან მცირე ჯგუფების ფორმატში კვლავაც გაგრძელდება. მომდევნო შეხვედრა დეპუტატთა სხვა ჯგუფთან 25 თებერვალს არის დაგეგმილი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 23 თებერვალს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდო და სამმა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, „ქართული ოცნების“ ოფისში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ნუკრი ქანთარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიის თავმჯდომარესთან რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის სასამართლოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, პარტიიდან დეპუტატების გარიცხვის საკითხი განხილული არ ყოფილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]