weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკა ბესელიას სახით ოპოზიციასაც მეტი სანერვიულო გაუჩნდა – თალაკვაძე

10:28 კვირა, 24 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ეკა ბესელიას წასვლით, ოპოზიციურ ძალებსაც მეტი სანერვიულო გაუჩნდათ. თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ახალი ოპონირების არ ეშინია.

„ჩვენთვის გულდასაწყვეტია, რომ ეს ადამიანები გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ ჩვენთან ერთად მეტი სანერვიულო გაუჩნდა ოპოზიციასაც იმიტომ, რომ, თუნდაც ეკა ბესელია არის ძლიერი ქალი პოლიტიკოსი და მისი გადასვლა დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ის ოპოზიციასაც წაართმევს დროს, სიტყვას და თემებსაც“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, უმრავლესობა არ იშლება და „ქართული ოცნება“ შეძლებს დამაჯრერბლად მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც მისი პროგრამის განხორციელებას სჭირდება.

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ 22 თებერვალს დატოვა. როგორც მან განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მის კანონპროექტს და „სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმის“ დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ რეზოლუციის პროექტს. ეკა ბესელიამ ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს ასცდა და მასთან „ღირებულებათა სხვაობა“ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]