weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი 31 საქართველოს ივლისს ეწვევა

10:46 პარასკევი, 30 ივნისი 2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. მაიკ პენსი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, პრეზიდენტ მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ისინი საქართველოში ნატოს საწვრთნელ ცენტრს მოინახულებენ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა.

"სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა შეხვედრა მაიკ პენსთან და ამ შეხვედრის დროს ბატონი ვიცე-პრეზიდენტი მე მოვიწვიე საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასე მოკლე პერიოდში დღეს უკვე ოფიციალურად დადასტურდა – 31 ივლისსა და 1 აგვისტოს შედგება მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში. სასიხარულოა, რომ ახალი ადმინისტრაციის მოსვლის პირველივე დღიდანვე, ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან", - განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 30 ივლისიდან - 2 აგვისტომდე მაიკ პენსი საქართველოს გარდა, ესტონეთსა და მონტენეგროსაც ეწვევა. თეთრი სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, მაიკ პენსი თბილისში, ტალინსა და პოდგორიცაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით გაემგზავრება. ესტონეთში ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. დაგეგმილია ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან შეხვედრებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]