weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

რეგიონებში წელს 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიის მშენებლობა დაიწყება - პრემიერი

13:29 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

სახელმწიფო საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას დააფინანსებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ სპეციალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დააფინანსებს საქართველოს რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობას, ასევე არსებული ამბულატორიების რეაბილიტაციას. პროგრამისთვის გამოყოფილია 20 მილიონი ლარი და მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, წელს დაიწყება 300-მდე ამბულატორიის რეაბილიტაცია, 100-ზე მეტი ახალი ამბულატორიისა და 40-მდე სასწრაფო დახმარების ცენტრის მშენებლობა.

„ჩვენ ვგეგმავთ და ვახორციელებთ სპეციალურ პროგრამებს საქართველოს რეგიონების თანაბარი განვითარებისა და რეგიონებში აუცილებელი სერვისების მიწოდების მიზნით. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა და მათთვის ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდება ჩვენი სამთავრობო პრიორიტეტია, რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ“, - აღნიშნა ბახტაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]