weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საქართველოს რუკის დამახინჯება დაისჯება – კანონპროექტს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

21:48 სამშაბათი, 26 თებერვალი 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვით, საქართველოს რუკის სხვადასხვა ფორმით დამახინჯება დასჯადი ხდება.

კანონპროექტის პირველადმა რედაქციამ განიცადა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ნაბეჭდი გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა, რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის, იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს რუკის დამახინჯება სხვადასხვა ფორმით ხდება, რაც რუსული პროპაგანდაა.

„ჩვენ ამ პროპაგანდას უნდა შევეწინააღმდეგოთ. ამიტომ, ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტით დასჯადი ხდება საქართველოს რუკის დამახინჯებული ფორმით დაბეჭდვა, გავრცელება, ელექტრონული ფორმით წარმოდგენა, სხვადასხვა ნივთებზე გამოხატვა და ა.შ.

პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, პრევენციულად მოვახდინოთ გავლენა იმ არასწორ პროცესზე, რომ ასეთი სახით არ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დამახინჯება და მეორე მხრივ კი, ამ რუსულ პროპაგანდას დავუპირისპირდეთ ადეკვატური ქმედებებით.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დასჯადი იქნება“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი ცვლილებების პრინციპები გაიზიარეს და სხდომაზე გამოთქმული დათქმის გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]