weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2021

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენა ბოლომდე უნდა მივიყვანოთ – ზურაბიშვილი

14:21 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019 hits 1471

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დადგენაზე ისაუბრა. განცხადება მან პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენი მეგობრობიდან გამომიდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ საზღვრის სადელიმიტიზაციო კომისიას მითითება, რომ განაახლოს მუშაობა, მივიყვანოთ ეს პროცესი ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი საზღვარი და არა გამიჯვნის საზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ბოლოს და ბოლოს დასრულდეს, ამდენი წლის შემდეგ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი ამ დრომდე დადგენილი არ არის. სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის საერთო სიგრძე დაახლოებით 1839 კილომეტრია. აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან საზღვრის სიგრძე 446 კილომეტრს შეადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]