weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს

15:05 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს. როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.

ეკა ბესელია შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ირაკლი კობახიძეს აკისრებს.

„პასუხისმგებლობას ვაკისრებ ამ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. მკაცრი და სუბიექტური მიდგომები მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში კი არ უნდა გამოიჩინოს, პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციასა და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული კიდევ ერთი დეპუტატის, გედევან ფოფხაძის თქმით, ირაკლი კობახიძის გადაყენების საკითხი დღეს აქტიუალური არ არის, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს.

„მიმაჩნია, რომ ირაკლი კობახიძე, რაც პარლამენტის თავმჯდომარეა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ იურიდიულ კომიტეტში გაეძლიერებინა იმ ადამიანების პოზიცია, ვინც შემდეგ ლობირებდნენ მოსამართლეთა სიას. ამის გარდა, ბოლო პერიოდშიც, როდესაც სია იქნა წარმოდგენილი, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მისი გასვლის უზრუნველყოფა გაეკეთებინა“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობის და პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების თაობაზე 22 თებერვალს განაცხადა. მისი თქმით, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის უვადოდ განწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო. კანონპროექტის ხელმომწერი იყო გედევან ფოფხაძეც, რომელმაც ასევე დატოვა „ქართული ოცნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]