weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

22:39 ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2019

საპარლამენტო უმრავლესობა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვა. ამის შესახებ მან ბაქოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. კვაჭანტირაძის განმარტებით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

„გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად პროტესტის განაცხადი იმის საწინააღმდეგოდ, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძის ამ გადაწყვეტილებამდე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]