weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ქართული ოცნება დემოკრატიის ხარისხით ყველაზე ძლიერი პარტიაა – ქუცნაშვილი

10:21 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

საქართველოს პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მას თამამად შეუძლია თქვას, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიის ხარისხით ყველაზე ძლიერი პარტიაა საქართველოში. მისივე თქმით, „დღეს ქართული დემოკრატია, ავად თუ კარგად, „ქართული ოცნების“ რიგებში იხარშება.

„მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ „ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი თავისუფლებაა, ვიდრე ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაში. ერთი შემთხვევა მანახეთ, ოპოზიციური პარტია დამისახელეთ, სადაც წევრები აკრიტიკებენ თავმჯდომარეს და ეს წევრი ინარჩუნებს ადგილს. დღეს „ქართული ოცნება“ დემოკრატიის ხარისხით ყველა პარტიას ჯობია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ საუკეთესოა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

პარტიიდან წევრების წასვლასთან დაკავშირებით, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ თავისუფლება არჩევანის პატივისცემასაც ნიშნავს.

„მათ ჰქონდათ არჩევანი.

ბატონ ბიძინას არ დაუსვია საკითხი – წადით, არც კალთები დაუხევია. მან თქვა – გნებავთ წადით, გნებავთ დარჩით. უფრო სწორად, სამი ვარიანტი შესთავაზა: თუ გარიცხვა გინდათ, გაგრიცხავთ, თუ ეს პოლიტიკური კარიერისთვის გაწყობთო. ესეც კი უთხრა კაცმა. მაგრამ მათ აირჩიეს ეს გზა და ჩვენ ამ გზას პატივს ვცემთ.

გამოვრიცხავ ვარიანტს, რომ ბატონ ბიძინას ეთქვას ვინმესთვის ყურში, რომ „მოდი, შენ წადი და მე მოგეხმარები“. ეგეთი რამე გამორიცხულია. ალალია ძალიან ბატონი ბიძინა, გულწრფელი პიროვნებაა ურთიერთობებში, ძალიან ადვილია დღეს მისი კრიტიკა და ძალიან ცდილობენ, რომ გააფერმკთალონ მისი მნიშვნელობა ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტში „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ხუთმა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]