weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პარტიის საერთო ჩატში მოდიოდა მესიჯები, რომლებსაც ვინ წერს, არავინ იცის – კვაჭანტირაძე

10:25 შაბათი, 02 მარტი 2019

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ კანონპროექტებთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით დეპუტატები მესიჯებს პარტიის საერთო ჩატში იღებდნენ. კვაჭანტირაძის თქმით, დღემდე არ იცის, ვინ იყო ამ მესიჯების ავტორი.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ „მესიჯების პრაქტიკა“ 2016 წლიდან, ბოლო მოწვევის პარლამენტში დაინერგა.

„ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგა იმაზე ჩიოდა, რომ პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთს არ ვესაუბრებით ლაივში და ვერ ვხვდებით. ფრაქციის სხდომა, საერთოდ არ მახსოვს, როდის ჩატარდა.

უმრავლესობის სხდომები ტარდებოდა ხოლმე, როცა ამის უკიდურესი აუცილებლობა ხდებოდა. სხვა მხრივ, ძირითადად, მესიჯები მოდიოდა. დღემდე არ ვიცი, ვინ წერს ამ მესიჯებს. მესიჯი მოდის, რომელსაც ვინ წერს, არ იცის არავინ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის ჩატს, სადაც მესიჯები მოიდოდა, ჰქვია კონკრეტული სახელი, თუმცა არა ფიზიკური პირის.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობა 28 თებერვალს დატოვა. კვაჭანტირაძის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება „ბევრი მიზეზიდან გამომდინარე“ მიიღო. მისივე განმარტებით, სასამართლოს თემა გახდა ერთ-ერთი „ყველაზე დიდი წითელი ხაზი“, რომელმაც უმრავლესობის დატოვებისკენ უბიძგა.

ზვიად კვაჭანტირაძის ამ გადაწყვეტილებამდე, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ლევან გოგიჩაიშვილმა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ბექა ნაცვლიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]