weather cur horoscope tv
მაისი 03, 2024

ბათუმის საავადმყოფოში მნახველებს შორის ჩხუბის დროს 2 ადამიანი დაჭრეს

14:24 კვირა, 03 მარტი 2019

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი - ქალი და კაცი დაჭრეს. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.

„მნახველები ერთმანეთს დაერივნენ და სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიაყენეს. ორი მათგანი დაჭრილია. ახალგაზრდა მამაკაცს მუცლის არეში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია და მკუნალობას რეანიმაციაში აგრძელებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება. მეორე პაციენტი ქალბატონია, რომელიც ბარძაყის არეშია დაჭრილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ხალვაშმა.

საავადმყოფოში ჩხუბი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი - 1987 წელს დაბადებული რ.წ., 1990 წელს დაბადებული ე.ა., 1995 წელს დაბადებული ტ.ქ., 1995 წელს დაბადებული დ.ქ. და 1995 წელს დაბადებული გ.ტ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. დაპირისპირების შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა, ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1978 წელს დაბადებული ი.ბ. კი დაიჭრა. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველები აგრძელებენ საგამოძიებო მოქმედებებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

{youtube}mmFTuL_jdoc{youtube}

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]