weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ ბრუნდება

11:32 სამშაბათი, 05 მარტი 2019 hits 730

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა პარტია „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე მედიასაშუალება ავრცელებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ცნობით, მათი წყარო იუწყება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის დამარცხების შემდეგაც ვრცელდებოდა. მეორე ტურამდე ორი დღით ადრე ღარიბაშვილმა მიმართვა გაავრცელა და ამომრჩეველს მოუწოდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის, გრიგოლ ვაშაძისთვის ხმა არ მიეცათ.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]