weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ე.წ. კობახიძის ჯგუფი უკვე წარსულია – ეკა ბესელია

12:43 სამშაბათი, 05 მარტი 2019

„შემიძლია გითხრათ, რომ ეგრეთწოდებული კობახიძის ჯგუფი არის უკვე წარსული. ეს ახალი ჯგუფი უკვე წარსულია. ეს არის დროის საკითხი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისივე თქმით, ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმება.

„ირაკლის ნებისმიერ გააქტიურებას მე პირადად მივესალმებოდი, თუმცა მმართველ პარტიას ნამდვილად სჭირდება ძალიან სერიოზული სისტემური ცვლილებები - ეს უკვე მათი საქმეა. თუმცა, ჩემი გადასახედიდან ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იმ უთანხმოებისა, რაც იყო და არის მმართველი პარტიის შიგნით, უკავშირდებოდა სწორედ პარტიული საქმიანობის არასწორი მართვის პრინციპებს. წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვისთანაც მაკავშირებს ბევრი რამ. ირაკლის ვუსურვებ წარმატებას, თუ ის გააქტიურდება, იმიტომ, რომ მე მას ვგულშემატკივრობ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]