weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

რამდენიმე ნათესავი ჩემთან სახლში აღარ მოდის – ირაკლი ღარიბაშვილი

22:05 სამშაბათი, 05 მარტი 2019 hits 1078

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის ნათესავებთან და გარემოცვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა აღარ აქვს და ისინი მასთან სახლშიც კი აღარ მიდიან.

ტელეკომპანია „პირველის“ წამყვანმა ინგა გრიგოლიამ ღარიბაშვილს გაახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. ივანიშვილის თქმით, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაუტოვა, გააფრთხილა, რომ პრობლემას ნათესავები და დაცვა შეუქმნიდნენ. გრიგოლიამ ღარიბაშვილს ჰკითხა, მისი გარემოცვა და ე.წ. კახელების თემა ხომ არ გახდა 2015 წელს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი წასვლის მთავარი მიზეზი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან თანამდებობა ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებიდან ერთი წლის შემდეგ დატოვა.

„ნათესავებთან დაკავშირებით კითხვების დასმის საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ხომ? ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ აქ ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. შეიძლება ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა მდგომარეობა, ვიღაცამ გადააჭარბა. ხდება ხოლმე და ამაზე ღიად უსაუბრია ბატონ ივანიშვილს და ყველას ჩვენ. ეს ნაცნობი თემაა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარეობს. ცდილობენ რამენაირად იხეირონ, ასე ვთქვათ.

არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ რამდენიმე ადამიანთან საერთოდ აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემთან სახლში აღარ მოდიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს თემა „პირადულია“ და დეტალებზე საუბარი არ სურს: „რაც იყო მაშინ, გავასწორე ყველაფერი. მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო“.

დღეს, 5 მარტს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნად დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა. 2012-2013 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]