weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საკრებულოში დავით ოქიტაშვილი და ოპოზიციონერი დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

15:29 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც „კულტურის პალატისთვის“ ყოფილი ქარხნის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს განიხილავდნენ, კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიგა შუშანია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გიგა შუშანიამ პალატისთვის შენობის გადაცემა გააპროტესტა და ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვა. 

„ის, რომ ბატონმა დავით ოქიტაშვილმა კულტურა უნდა განავითაროს ფალიაშვილის ქალაქში, სირცხვილია. სიმბოლურია, რომ ქალაქის მერი არ ესწრება ამ სხდომას და ბატონი დავითი მოვიდა. მემგონი, ხელისუფლების გადაბარებას აპირებთ მისთვის“, – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე გიგა შუშანიამ.

როგორც ოქიტაშვილმა თქვა, სირცხვილია, რომ გიგა სამუშია საკრებულოს დეპუტატია. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ გიგა შუშანიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]