weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თბილისსა და რეგიონებში კადრების მოძიება გვჭირდება – კობახიძე

22:36 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიაში მიმდინარე წლიდან ახალ სახეებს მაქსიმალურად მოიზიდავენ, რადგან პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ განახლება, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. რაც შეეხება თავად შერჩევის პროცესს, ეს რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკური პროცესია. გამომდინარე აქედან, საკადრო გადაწყვეტილებები პოლიტიკური პროცესის საფუძველზე მიიღება.

ჩვენ გვჭირდება კადრების მოძიება როგორ დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი პარტია სათანადოდ განახლდეს, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არ დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი სახეების შერჩევის პროცესში კერძო კომპანია იქნება ჩართული.

„პროცესი თავისი შინაარსით არსებითად პოლიტიკურია და გადაწყვეტილებებიც სწორედ ასეთი შინაარსით მიიღება. ეს არის მიმდინარე პროცესი, ჩვენი შიდა სამზარეულო, რომლის შედეგებს საზოგადოება საპარლამენტო არჩევნების წინ იხილავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]