weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თეა წულუკიანი ადასტურებს რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს

22:48 ორშაბათი, 11 მარტი 2019

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. წულუკიანის თქმით, საქმე ეხება მისი უწყების შიგნით გადასაჭრელ საკითხს და ის ელოდება, იქნება თუ არა გაზიარებული მისი პოზიცია.

„არ გადავმდგარვარ, თუმცა არის 4-5 დღის წინ გაჩენილი საკითხი, რომელიც ეხება ჩემი სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხს. ამ თემაზე მიმდინარეობს დისკუსია, მე მაქვს ჩემი ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც არც რომელიმე ერთ რეფორმას, არც რომელიმე ერთ პროცესს ან პროცედურას არ ეხება. ეს არის საკითხი, რომელიც ჩემს თვალში არის ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი და თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არცერთ წუთს და გვერდზე გავიწევი იმიტომ, რომ თანამდებობა არ არის ფასეულობა“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ეს საკითხი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, თეა წულუკიანმა თქვა, რომ ეს საკითხი არის წმინდად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელი თემა.

„ეს ეხება რომელიმე რეფორმას ან პროცესს, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარეს. რაიმე ტრაგიკული არ ხდება. ვფიქრობ, ეს არის ჯანსაღი პროცესი და თუ მე ვნახე, რომ ის პოზიცია, რომელიც მე მაქვს, არ იქნება გაზიარებული, ვიტყვი რომ ვცდებოდი და სხვა შეასრულებს ჩემს უფლებამოსილებას. ჩემი წასვლის პროცესი დაწყებული არ არის“, – განაცხადა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]