weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კირკიტაძის პროცესის გამო გურჯაანში 300-მდე პოლიციელია მობილიზებული

11:08 სამშაბათი, 12 მარტი 2019

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დღეს, 12:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება, რის გამოც გურჯაანში 300-მდე პოლიციელია მობილიზებული, მათ შორის რამდენიმე ავტობუსით თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან.

დავით კირკიტაძის საქმეს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე იხილავს. როგორც „რეგინფოს“ სასამართლოში განუმარტეს, ამ დროისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოში შუამდგომლობა წარდგენილი არ არის. კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წინა სხდომაზე ადვოკატებმა სასამართლოს ბრალდებულის თავდებით გათავისუფლება სთხოვეს და ამისათვის საქართველოს 15 ათასზე მეტი მოქალაქის, მათ შორის პარლამენტის 27 წევრის მიერ ხელმოწერილი თავდების წერილი წარადგინეს, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, „ვინაიდან თითოეული ეს თავდები პირი, ანუ პარლამენტარები და მოქალაქეები არ არიან წარმოდგენილი დარბაზში, შუამდგომლობა ვერ დააკმაყოფილა“.

მოსამართლის ამ განმარტების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, სასამართლოში იმ პირთა აბსოლუტური უმრავლესობა გამოცხადდება, ვინც კირკიტაძის თავდებობის ვალდებულებას იღებდა.

დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, 2018 წლის 17 დეკემბერს დააკავეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]