weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

გამყოფ ხაზებთან მოსახლეობისთვის პროგრამა „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება

16:12 სამშაბათი, 12 მარტი 2019

„საქართველოს მთავრობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ, ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის პროგრამის „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ განხორციელებას იწყებს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, პროექტი მიზნად ისახავს გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას და გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებას. პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში განხორციელდება

„პროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების გამყოფი ხაზების გასწვრივ ორივე მხარეს მცხოვრები, მოქალაქეთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობას, ასევე ერთობლივი წარმოებისა და სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას. პროგრამა უპრეცედენტოა და მაქვს იმედი, რომ ეს გააჩენს დამატებითი ეკონომიკური აქტივობისთვის საშუალებას გამყოფი ხაზებით დაშორებული ადამიანების დაახლოებისთვის, მათ შორის საქმიანი ურთიერთობის გაჩენისთვის, ადამიანური ურთიერთობის კიდევ უფრო დაახლოებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავრობამ დაახლოებით ერთი წლის წინ წარადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]