weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

მიხეილ სააკაშვილი აპირებს, უკრაინაში 1-ელ აპრილს დაბრუნდეს

13:33 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას 1-ელ აპრილს აპირებს. სააკაშვილის თქმით, ვარშავიდან კიევის მიმართულებით თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს.

ჟურნალისტის კითხვაზე - აქვს თუ არა უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევვნებში გამარჯვებისა და მეორე ვადით არჩევის შანსი, სააკაშვილმა თქვა:

„ბილეთი ავიღე, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა. და როგორც კი ის ვერ გავა მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ მესაზღვრეს არ ენდომება მისი ბრძანების შესრულება და უკრაინაში შემოშვებაზე ჩემთვის უარის თქმა“.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. სააკაშვილმა მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ოპოზიცონერ კანდიდატს, იულია ტიმოშენკოს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვა. მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აკრძალული აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]