weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ადვოკატის თქმით, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასამართლო გადაიდება

14:24 სამშაბათი, 19 მარტი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, გადაიდება. ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, კირკიტაძეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოში პროცესის გადადების საკითხს განიხილავენ.

დავით კირკიტაძე 2018 წლის 20 დეკემბრიდან წინასწარ პატიმრობაშია. ის 17 დეკემბერს დააკავეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართული აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

ადვოკატი ამბობს, რომ კირკიტაძეს პარლამენტის 27 დეპუტატი და კიდევ 2 ათასზე მეტი ადამიანი თავდებში უდგება. ამის მიუხედავად, წინა სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა კირკიტაძის გათავისუფლების თაობაზე არ განიხილა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]