weather cur horoscope tv
თებერვალი 28, 2020

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენა

15:02 სამშაბათი, 19 მარტი 2019 hits 293

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ამ საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კვაჭანტირაძის გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებობა, თუმცა საკითხს მხარი მხოლოდ  67-მა დაუჭირა, 8 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას პოლიტიკური საფუძველი აქვს. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან.

„რაც შეეხება უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებმაც მიიღეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, იქ, ბუნებრივია, დაგვჭირდება პოლიტიკური კონსულტაციები“, – განაცხადა კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ბექა ოდიშარიას კანდიდატურას განიხილავს.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]