weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ახმედ იმამკულიევი შესაძლოა მარნეულის მერობის კანდიდატი იყოს

15:25 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ახმედ იმამკულიევმა შესაძლოა მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც მან მარნეულის სათემო რადიოსთან განაცხადა, პარტიაში ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„აპრილის პირველი რიცხვებისთვის უკვე იქნება ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ იქნება ჩვენგან მერობის კანდიდატი“, – ციტირებს რადიო ახმედ იმამკულიევის კომენტარს.

მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარე წლის მაისში უნდა გაიმართოს.

ახმედ იმამკულიევი, რომელიც ამჟამად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია, მერის თანამდებობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც იყრიდა კენჭს. მან ამომრჩეველთა ხმების 19.14% (7077 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა თემურ აბაზოვმა - 69.71% (25 773 ხმა).

რაც შეეხება თემურ აბაზოვს, ის 2018 წლის ივნისში დააკავეს და ბრალი არაადამიანური მოპყრობისთვის წარუდგინეს. აბაზოვი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ ის წინასწარი პატიმრობიდან დეკემბერში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მარნეულის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მიმართა.  

„ვფიქრობ, ამ პერიოდში არ იქნება მიზანშეწონილი ასეთი ბრალდებით, ასეთი ბინძური პროვოკაციის შემდეგ, გავაგრძელო იგივე თანამდებობაზე მუშაობა. ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია“, – განაცხადა აბაზოვმა.

თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისგან ითხოვს 7 თვის, ანუ იმ პერიოდის განაცდურ ხელფასს, როცა ის დაკავებული იყო და უფლებამოსილება შეჩერებული ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]