weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი იქნება

15:54 პარასკევი, 22 მარტი 2019

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ის ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატი იქნება.

„მზად ვარ, ბრძოლაში შესვლისთვის. ძალიან მიხარია, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი თორმეტი პარტიის მანდატი მექნება.

მე ზუგდიდში გადავალ საცხოვრებლად. შეიძლება სახლი ვერ ვიყიდო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი წაგვართმევს, მაგრამ როცა ის წავა, სახლსაც ვიყიდი და იქ იქნება ჩემი საცხოვრებელი ქალაქი, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში მხარდაჭერა მექნება.

როგორც არასდროს ვარ მონდომებული, რომ მოვიპოვოთ მთელი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა და ამ ხალხზე უკვე აღმასრულებელ რგოლში დავიწყო ზრუნვა. იქნება ასეთი პატიოსანი კუნძული მთელ საქართველოში, სადაც შეიძლება ხალხისთვის ძალიან დიდი ცვლილებები მივიღოთ“, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სანდრა რულოვსმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩატარდება.

2016 წელს სანდრა რულოვსი საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. არჩევნების პირველ ტურში მან ხმების თითქმის 46% მიიღო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ლაშა გოგია აირჩიეს. მან თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვა. პირველ ნოემბერს კი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ის და მისი მოადგილე გია გულორდავა, დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამ დრომდე მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]