weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ლადო კახაძე „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა

12:33 ორშაბათი, 25 მარტი 2019
ფოტო: პირველი არხი ფოტო: პირველი არხი

პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატად ექიმი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე წარადგინა.

ლადო კახაძე დეპუტატობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.

„თბილისში, მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად მსურს წარმოგიდგინოთ საკუთარი საქმის პროფესიონალი. ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის, ადამიანის მოყვარული და ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნება ლადო კახაძე. ბატონი ლადოსთვის თბილისზე ზრუნვა უცხო არ არის. ის ძალიან პოზიტიურ ენერგიას შემატებს და გააძლიერებს ჩვენს გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე იქნება. შავგულიძე „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის მიერ დასახელებული კანდიდატია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]