weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ – ივანიშვილის დაპირება სოფელ ხიბულას მცხოვრებლებს

17:58 პარასკევი, 29 მარტი 2019
ფოტო: 1tv.ge ფოტო: 1tv.ge

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს გაზის, გზის და საბავშვო ბაღის პრობლემების მოგვარებას დაპირდა. ივანიშვილის თქმით, თუ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ იქნება, ამ დაპირებებს საკუთარი ფინანსებით შეასრულებს.

„გაზიფიცირებაც დავუჩქაროთ, წყალიც დავუჩქაროთ აქ, ყველაფერი... ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ“, – თქვა ივანიშვილმა.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ივანიშვილს უთხრა, რომ სოფელში საბავშვო ბაღი არ აქვთ, რის გამოც 31 ბავშვი 25 კვ.მ ფართობშია „შეხიზნული“.

„მაგასაც მე აგიშენებთ. ურეკში გავაკეთე ძალიან კარგი საბავშვო ბაღი. წყალი გავუკეთოთ სოფელს პირველ რიგში, გზა გავუკეთოთ პარალელურად. დიდი ზვიადის მადლობა იქნება თქვენთვის. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ მიიღეთ ბოლოს. გადარჩენა ვერ მოვახერხეთ, რაც სირცხვილი იყო მთელი ქვეყნისთვის“, – ამბობს ბიძინა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

ბიძინა ივანიშვილი იმ სახლშიც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამ დრომდე დაუდგენელ გარემოებაში დაიღუპა. ხიბულაში ჩასვლამდე ივანიშვილმა წერილი გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ გამსახურდიას საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის დიდი სირცხვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]