weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ახალგაზრდობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა

18:46 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

ახალგაზრდობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მრჩევლად რეზო ჩარკვიანი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩარკვიანი ახალგაზრდული ეკონომიკის, განათლების, სპორტისა და კულტურის მიმართულებით იმუშავებს.

„სამივე მიმართულების სტრატეგიებსა და კონკრეტულ პროექტებზე უშუალოდ მილენიალები იმუშავებენ, ეს არის ჩვენი ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილი, გვინდა რომ, მათ თვითონვე შექმნან სტრატეგია და ის არ მოდიოდეს ჩვენგან, მთავრობისგან. არამედ ჩვენ მათ ასპარეზი მივცეთ და ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა რეზო ჩარკვიანმა.

რეზო ჩარკვიანმა 2000 წელს დაამთავრა ESM-თბილისი. 1999 წელს, რამდენიმე ჯგუფელთან ერთად დაარსა სარეკლამო სააგენტო „სარკე“, რომელშიც 2009 წლის ბოლომდე იყო დირექტორი და სენიორ კონსულტანტი. 2010-2013 წლებში რამდენიმე კომპანიის მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2012 წლიდან დღემდე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ლექციებს კითხულობს ბიზნეს სკოლა ESM-ის ბაკალავრიატის სტუდენტებთან, მარკეტინგსა და სტრატეგიულ ბრენდინგში. არის სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დირექტორი და უფროსი კონსულტანტი, ასევე ორი სტარტაპის დამფუძნებელი - „ჟუჟუნა ღვინო“ და „ჯონ ვრაპი“. ამავე დროს, რეზო ჩარკვიანი არის ახალი თაობის, მილენიალების, მენტორი და „ქოუჩი“ მათ სტარტაპ საქმიანობასა და კარიერული ზრდის მიმართულებით ეხმარება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]