weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

13:06 პარასკევი, 05 აპრილი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქმე ეხება 2018 წლის 4 მაისს მომხდარ შემთხვევას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ძარცვისთვის ნასამართლევმა გ. მ.-მ უკანონოდ შეაღწია ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს „თაიმსში“ და პისტოლეტის მსგავსი საგნით თანამშრომლის მიმართ განხორციელებული მუქარით 10 693 ლარის სხვადასხვა ვალუტის დაუფლება სცადა. ის შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

„გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა საცავში უკანონოდ შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის დიდი ოდენობით ფულადი თანხის დაუფლების მიზნით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]