weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას მხარი დაუჭირა

16:29 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

პარლამენტმა განმეორებით კენჭისყრაზე მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სკოლებში მე-11 და მე-12 კლასებისთვის გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებს. მთვარობის მიერ ინიცირებულ პროექტს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 8 წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტმა კანონპროექტს კენჭი 5 აპრილს, პლენარულ სხდომაზე უყარა, თუმცა დეპუტატთა საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. კანონპროექტს მხარი პარლამენტის მხოლოდ 54-მა წევრმა დაუჭირა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი. მან პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც უარი ეთქვა.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, რაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის შემდგომ გაცემას გულისხმობს. გარდა ამისა, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს გარდამავალი დებულებების სახით ემატება ნორმა, რომლის თანახმად, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან იმ პირების გათავისუფლება ხდება, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ კი, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს, მაგრამ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა არ მიუღიათ, ატესტატი გაიცემა. ატესტატი გაიცემა მათზეც, ვინც სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეობა მიიღეს, მაგრამ ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]