weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“ – სალომე ზურაბიშვილი რეპატრირებულ მესხებს

14:47 კვირა, 14 აპრილი 2019

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალციხის ბაზარში იმყოფებოდა. ადგილობრივი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, პრეზიდენტთან პრობლემებზე საუბარი მხოლოდ რეპატრირებულმა მესხებმა მოახერხეს, რომლებმაც მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესში დახმარება სთხოვეს.

პრეზიდენტს მესხებმა რუსულად მიმართეს, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უთხრა: „ქართულად უნდა ილაპარაკოთ. რა არის ეს რუსული? დამპირდით, რომ ქართულს ისწავლით“.

„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაზარში თუთუნი, ლობიო და რძის ნაწარმი შეიძინა, ადგილობრივებმა კი მესხური ნობათი - ბაქმაზი აჩუქეს.

სალომე ზურაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ეწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]