weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია დღეს თანამდებობას დატოვებს – „იმედი“

17:39 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობას ტოვებს. „იმედის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ჟურნალისტებმა დღეს ქობულიას ჰკითხეს, იგეგმება თუ არა გუნდში საკადრო ცვლილებები და მისი წასვლა თანამდებობიდან, რაზეც მან განაცხადა, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს პრემიერი იღებს.

„ამასთან დაკავშირებით მე ნუ მეკითხებით. ამისთვის არსებობს პრემიერ-მინისტრი, ვინც იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და მას შეგიძლიათ, მიმართოთ“, – განაცხადა ქობულიამ.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის McKinsey-ის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის თანამდებობას იკავებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]