weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის – ქუცნაშვილი

13:41 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთასხვადასხვაობა არ შეიძლება გამხდარიყო. ქუცნაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე განსხვავებული შეხედულებების გამო არავის დევნის.

„მიზეზები ჩემთვის უცნობია. მინისტრების საქმიანობის შეფასება პირველ რიგში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებაა და აქედან გამომდინარე, მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. ალბათ, თვითონ განმარტავს მიზეზებს. არ გამოვრიცხავ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გააკეთოს განცხადება წასვლის მიზეზებზე.

ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის. სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია.

არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო. ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“, – ციტირებს ქუცნაშვილის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. ქობულიას გადადგომაზე ცნობები ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა, მიზეზად კი ეკონომიკის სამინისტროს მუშაობით ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება სახელდებოდა. მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფდნენ როგორც თავად გიორგი ქობულია, ისე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]