weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გიორგი ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი – ბახტაძე

14:23 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას ნაცვლად დაინიშნა ნათია თურნავა.

გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი. მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამოგვადგება“, – განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი მინისტრი ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

„ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შეხედულებით, ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. ის დავალებები და ვადები, რომლებიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად სამინისტროში არის ამბიციური და ძალიან მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა დატოვა. ქობულიას გადადგომაზე ცნობები ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა, მიზეზად კი ეკონომიკის სამინისტროს მუშაობით ბიძინა ივანიშვილის უკმაყოფილება სახელდებოდა. მოსალოდნელ ცვლილებებს უარყოფდნენ როგორც თავად გიორგი ქობულია, ისე მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]