weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ნათია თურნავას აქვს სწორი აღქმა ქვეყანაში არსებული სოციალური რეალობის – პრემიერი

14:40 პარასკევი, 19 აპრილი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალდანიშნული მინისტრი ნათია თურნავა წარადგინა და განაცხადა, რომ ის სწორად აღიქვამს ქვეყანაში არსებულ სოციალურ რეალობას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ნათია თურნავა წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

„ნათიასთან მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

ნათია არის ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით. ჩვენ ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ემსახურება ჩვენი საზოგადოების, მეწარმეების ინტერესებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შეხედულებით, ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა იმ სოციალური რეალობის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს ჩვენს საზოგადოებას. ის დავალებები და ვადები, რომლებიც შესასრულებელი ექნება ნათიას თავის გუნდთან ერთად სამინისტროში არის ამბიციური და ძალიან მკაცრი, თუმცა ნათიას აქვს ჩვენი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების ბრძანებას ხელი გუშინ მოაწერა. ნათია თურნავა 2018 წლის სექტემბრიდან ბოლო პერიოდამდე გიორგი ქობულიას მოადგილე იყო ენერგეტიკის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]