weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

ჩვენ შორის მტყუანის დედას შე...ცი – ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

17:43 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 hits 634

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და „ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ დარცმელიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის ანგარიში გახდა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოპოზიცია ანგარიშს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ფოთში მძიმე სოციალური მდგომარეობა და კორუფციაა, არ ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო რაც კეთდება, უხარისხოა და ხელახალ რეაბილიტაციას საჭიროებს. საკრებულოს სხდომაზე ვახტანგ დარცმელიძემ ირაკლი კაკულიას სამარცხვინო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა გინებით: „ჩვენს შორის მტყუანის დედას შე...ცი“.

სხდომის დასრულების შემდეგ ვახტანგ დარცმელიძემ ჟურნაისტებთან კომენტარი გააკეთა და მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია მოიხსენია როგორც „მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო მერი და პატარა კაცუნია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]