weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

14:42 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019

პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა, ლევან კობერიძემ დატოვა. კობერიძის თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

როგორც ლევან კობერიძემ განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება უკავშრდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. უმრავლესობის კანონპროექტი დღეს 87 ხმით დაამტკიცეს. კანონპროექტის წინააღმდეგ 33-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მათ შორის ლევან კობერიძემაც.

„ეს კანონპროექტი ჩემთვის წყალგამყოფია. არა მარტო კანონპროექტი, არამედ მთლიანად პროცესის ფორმა ამ თემასთან დაკავშირებით როგორც მიმდინარეობდა. გარდა ამისა, არსებობს საკითხები, რომელიც ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ამ წუთას არავისთან არ მაქვს გადაწყვეტილი ალიანსი, იქნება ეს ეკა ბესელია, კობა ნარჩემაშვილი თუ ნებისმიერი სხვა. მივიღე ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა მომავლის. კონსულტაციები დატოვებასთან დაკავშირებით პარტიაში არ მქონია, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იცის“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]