weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადამაყენეს, განცხადება არ დამიწერია – ქობულია

21:29 შაბათი, 04 მაისი 2019

„ჩემი ნებით რომ წავსულიყავი, ალბათ განცხადებას დავწერდი და რადგან განცხადება არ დამიწერია, უფრო ითველბა, რომ გადამაყენეს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „რუსთავი 2“-ის კითხვაზე – თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა, თუ მოხსნეს.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებდი ხელისუფლების დატოვებას ასე სწრაფად. სხვათა შორის ის, რომ მე გადამაყენეს და არ გადავდექი, იყო შედეგი იმის, რომ ბოლომდე ვცდილობდი, მმართველი გუნდი დამერწმუნებინა.

რა თქმა უნდა, იყო საუბარი, რომ განცხადება დამეწერა, მგრამ არ ვწერდი იმიტომ, რომ მიმაჩნდა, ჩემი აზრები და ხედვა იყო სწორი. ბოლომდე ვცდილობდი, რომ ამ ხედვაში დამერწმუნებინა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობა, მაგრამ როგორც ხედავთ, ვერ შევძელი ეს“, – ამბობს გიორგი ქობულია.

ყოფილი მინისტრის თქმით, ვერ დააკონკრეტებს, თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილება მამუკა ბახტაძემ მიიღო თუ ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ადასტურებს, რომ ივანიშვილს შეხვდა მანამდე, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელს მოაწერდა.

ქობულიას აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტიდან მისი გაშვების მიზეზი გახადა ის, რომ „მთავრობის ხელმძღვანელობასთან და მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელობასთან ხედვებში არ მოხდა თანხმობა“.

„პრინციპები, რომლებზეც შევთანხმდით, ვიდრე ამ თანამდებობას დავიკავებდი, ჩემი აზრით, არ გამართლდა. ამიტომაც ამას მოჰყვა ის, რაც მოჰყვა“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]