weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მოინახულა

23:49 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. მას თან ახლდნენ კულტურული მემეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი, ნიკოლოზ ანთიძე და ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე.

ივანიშვილის ვიზიტის ამსახველი კადრები „ქართული ოცნების“ ფეისბუქ-გვერდმა გაავრცელა.

„ძეგლებს შეუზღუდავად ვაფინანსებთ. მოსწრება უნდა, რომ არ ჩამოიშალოს. სიძველეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ. ძვირფასი რაც გვაქვს, ისტორია გვავქს. როცა უცხოელები მოდიან, ისტორიას ვუყვები“, – ამბობს ივანიშვილი.

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია 2016 წელს დაიწყო. სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

ერთი თვის წინ ბიძინა ივანიშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მზადაა სრულად დააფინანსოს სამების ტაძრის მოხატვა. მარტის ბოლოს კი ბიძინა ივანიშვილმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმესთან ერთად, ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაათვალიერა. ივანიშვილმა მიტროპოლიტთან განაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებს სულ მცირე მილიონით დააფინანსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]