weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ზუგდიდში ჩამოგვყავს 1000-მდე მოხალისე, ყველა იმოქმედებს კანონის ფარგლებში – ვაშაძე

13:09 პარასკევი, 17 მაისი 2019

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ოპოზიცია 19 მაისს, ზუგდიდის მერის არჩევნებზე, არეულობის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს.

„ჩვენ მართლაც ჩამოგვყავს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა, რადგან ვნახეთ რა მეთოდებით მოქმედებს „ქართული ოცნება“. შევისწავლეთ მათი მეთოდები, მოვემზადეთ და არავითარ შემთხვევაში აღარ გავაყალბებინებთ არჩევნებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციას ზუგდიდში ჩაჰყავს ოპოზიციური პარტიების 1400 წარმომადგენელი და ათასამდე მოხალისე.

„ვამბობთ, რომ გვყავს 216 კომისიის წევრი, რომელიც არ იქნება ე.წ ხელისუფლების კონტროლს ქვეშ, ჩამოდის არასამთავრობო ორგანიზაციების 2000-მდე წარმომადგენელი, რომელიც მშვენივრად ხვდება, რომ მათაც ეხება გაყალბება, გაყალბების მცდელობები და მათი სამოქალაქო უფლებებიც ირღვევა და მათი კონსტიტუციური უფლებები იზღუდება.

ჩამოგვყავს ათასამდე მოხალისე. ყველა იმოქმედებს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აქვთ მიღებული უმკაცრესი ინსტრუქცია ყველა პარტიის ხელმძღვანელებისგან, არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პროვოკაციებს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხონ ძალადობას ძალადობით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები კვირას 19 მაისს გაიმართება. გაერთიანებული ოპოზიციიდან არჩევნებში კენჭს სანდრა რულოვსი იყრის, ხოლო „ქართული ოცნებიდან“ გიორგი (გეგა) შენგელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]