weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

ზუგდიდის საკრებულოს წევრი ფაბრიკაციას უწოდებს ჩანაწერს ამომრჩევლის მოსყიდვაზე

17:34 პარასკევი, 17 მაისი 2019

„ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია აცხადებს, რომ ფაბრიკაცია და მონტაჟია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც, ტელეკომპანიის მტკიცებით, ის ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ დანელიამ განაცხადა, რომ ჩანაწერი სავარაუდოდ 2017 წელს არის გაკეთებული და ირწმუნება, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი, რაც ისმის, რეალურად არ ჰქონია. გია დანელიას თქმით, ორი წლის წინ ის ბაადურ რაფავას, რომელიც მისი პაციენტი იყო კბილის პროთეზზე ესაუბრა.

„ეს არის მონტაჟი, ფაბრიკაცია, არ შეესაბამება რეალობას. 2017 წელს, მქონდა საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან და როცა გავაანალიზე ჩანაწერი, ვიფიქრე, რომ გახლავთ სწორედ ეს პიროვნება, რომელიც მე დავასახელე. თუ რაფავას ექნება სურვილი, მოვიდეს და თქვას სიმართლე“, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, ჩანაწერის გასაჯაროების მიზანი მისი პიროვნების და ხელისუფლების დისკრედიტაციაა.

„მან აიღო ჩემი ხმის ჩანაწერი, გააკეთა მონტაჟი და დაადო სასურველი ტექსტი. ჩანაწერში ვამჩნევ, რომ ჩემი ტუჩების მიმიკა და ტექსტი ერთმანეთს არ ეთანხმება“, – განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლებს.

ფარული ვიდეოჩანაწერი „რუსთავი 2“-მა ზუგდიდის მერის არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე, 14 მაისს გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, „კურიერს“ ჩანაწერი ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.

ჩანაწერის ეთერში გასვლის შემდეგ, გამოძიება ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]