weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ოპოზიცია ზუგდიდში საარჩევნო უბნებთან დრონების მობილიზებას აპირებს

23:37 შაბათი, 18 მაისი 2019

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებისთ, 19 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებზე, საარჩევნო უბნებთან დრონები იქნება მობილიზებული, თითოეული უბნიდან კი კენჭისყრის პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება.

„მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელმა ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თითოეული საარჩევნო უბნიდან მოხდება პირდაპირი ტრანსლირება საარჩევნო პროცესების მიმდინარეობის, როგორც უბნის შიგნით, ასევე უბნის გარეთ. რაც ყველაზე მთავარია, საარჩევნო უბნებთან იქნებიან მობილიზებული დრონები, რომლებიც უბნის გარეთ საარჩევნო პროცესს გააკონტროლებენ“, – აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას გეგმავს. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას  ზუგდიდში ჩასვლისკენ მოუწოდა.

„დღეს ზუგდიდში არის ყველაზე ცხელი ეპიცენტრი არჩევნების. საქართველოს ბედი წყდება აქ. ამიტომ, თამარ ჟვანია უნდა ჩამოვიდეს ზუგდიდში და აიღოს პირადი პასუხისმგებლობა არჩევნების ნორმალურად და კანონიერად ჩატარებაზე“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერად კენჭს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იყრის, ხოლო მმართველი პარტიიდან გიორგი (გეგა) შენგელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]